- სექტემბერი 03, 2024
მიწის მასა ჩამოიშალა – ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
- სექტემბერი 09, 2023
- , პოლიტიკა
ჟინვალი- ბარისახო- შატილის გზის 90-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ამის მიზეზი, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, წვიმის შედეგად მიწის მასის ჩამოშლაა. "შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე, ღამის წვიმების შედეგად, ჩამოიშალა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გამენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს , რათა უმოკლეს დროში აღდგეს საავტომობილო მიმოსვლა",_ აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.