ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის ზედამხედველობით- რა ხდება გზებზე


მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის ზედამხედველობით- რა ხდება გზებზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით, _ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია