ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

მოლდოვამ ქვეყანაში რუსი სამხედროები არ შეუშვა


მოლდოვამ ქვეყანაში რუსი სამხედროები არ შეუშვა

მოლდოვის მთავრობამ დნესტრისპირეთში დისლოცირებული რუსი სამხედროების ე.წ. ოპერატიულ ჯგუფს თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დანიელ ვოდემ განაცხადა. „მოლდოვის ტერიტორიაზე არ დავუშვით რუსული ჯარების ე.წ. ოპერატიული ჯგუფის ოფიცრები, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული უკანონო ფორმირება, რომელიც ნეიტრალიტეტის სტატუსს არღვევს. ამ კონტექსტში, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტროები მოლდოვის ხელისუფლების პოზიციას იმეორებენ და აცხადებენ, რომ უნდა დაიწყოს რუსული ჯარების და საბრძოლო მასალის საწყობების გაყვანის პროცესის უპირობოდ განახლება“, – განმარტა ვოდემ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია