ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

მომავლის სახლები


მომავლის სახლები

ახალი სამშენებლო ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა იაფად აიგოს ფუნქციურად აწყობილი და ეკოლოგიური სახლები კუთხეების გარეშე, ეგრეთ წოდებული, „ბინიშელები“. ასეთი ნაგებობები ულტრათანამედროვედ გამოიყურება და გარეგნულად ნახევრად სფერულ ბეტონის ბუშტებს ჰგავს. მიუხედავად თავისი ფუტურისტული იერსახისა, მსგავსი ნაგებობების პროექტები ჯერ კიდევ 50 წლის წინ იქმნებოდა. გასული საუკუნის 60-იან წლებში არქიტექტორმა დანტე ბინიმ სამშენებლო მასალის გარეშე ნაგებობის აშენების მეთოდიკა დააპატენტა. მან ჰაერის დაბალი წნევის გამოყენება დაიწყო კონსტრუქციის „გასაბერად“, რომელიც სველი ბეტონისა და ფოლადის არმატურისგან შედგებოდა. ამ მეთოდით მსოფლიოს 23 ქვეყანაში 1 600-მდე შენობა აიგო. „ბინიშელების“ თანამედროვე ვარიანტი ზემოხსენებული არქიტექტორის შვილს, ნიკოლო ბინის ეკუთვნის. მის მიერ შექმნილი გათანამედროვებული პროექტი ეკოლოგიურად სუფთაა და საშუალებას იძლევა სამშენებლო მასალების დანახარჯები დაახლოებით 80 პროცენტით შემცირდეს. ამავე დროს, ნაგებობები, რომლებიც ერთი შეხედვით სათამაშო სახლებს მოგვაგონებს, სინამდვილეში მტკიცე კონსტრუქციის შემცველია, რომელიც ქარიშხლებს, წყალდიდობებსა და მიწისძვრებსაც კი უძლებს. სრულყოფილი ტექნოლოგია საშუალებას იძლება სხვადასხვა ფორმისა და ზომის „ბინიშელები“ აიგოს. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია