- სექტემბერი 03, 2024
მრავალფეროვანი საქორწინო ფატა
- აპრილი 15, 2024
- , პოლიტიკა
ფატას დიდი და მრავალფეროვანი ისტორია აქვს – საქორწინო ფატაზეა საუბარი. ის ტრადიციის ნაწილიც არის და იმ ქალბატონის შესახებაც ბევრს მოგიყვებათ, ვისაც ის ახურავს. ფატა-შლეიფი - ქალბატონს დახვეწილი გემოვნება აქვს და უყვარს ფუფუნება. მისთვის ქორწინება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია სოციალურ კიბეზე. ყოველ შემთხვევაში, ის ამას ელოდება. რამდენიმეიარუსიანი ფატა - ეს ქალბატონი ოჯახში მშვიდი იქნება, მას გაწონასწორებული ხასიათი აქვს, უყვარს ბავშვები და კარგი მეოჯახეა. ერთი სიტყვით, კლასიკური ცოლის მშვენიერი მაგალითია. ფატა აპლიკაციებით - ქალბატონს, რომელსაც ასეთი ფატა მოსწონს, შემოქმედებითი ნიჭი და მხატვრის თვალი აქვს და მოსწონს ბოჰემური ცხოვრება. მოკლედ, მასთან ნამდვილად არ მოიწყენთ. მაქმანებიანი ფატა - ირჩევენ ქალები, რომლებსაც მტკიცე ნებისყოფა აქვთ და მბრძანებლობა უყვართ. ისინი ცხოვრებას სწრაფად უღებენ აღლოს და მართავენ კიდეც მას. პატარა შლაპა ფატით - თქვენ წინაშე ექსცენტრიკული, ჭირვეული ქალი წარდგება. რომელსაც უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ის ვერასოდეს მოგიხარშავთ ბორშჩს – ამის იმედი ნუ გექნებათ!