ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

მწერალი პრინცი ჰარი


მწერალი პრინცი ჰარი

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა რომ პრინცი ჰარის მემუარები დღის სინათლეს მომავალი წლის 10 იანვარს იხილავს. წიგნს სახელად „სათადარიგო“ ერქმევა. მემუარებში პრინცი ჰარი გვიყვება საზოგადოების თვალწინ გატარებულ ბავშვობაზე, ბავშვობის მოგონებებზე. პრინცი ჰარი წიგნიდან შემოსული თანხის ნაწილს ქველმოქმედებას მოახმარს. 1,5 მილიონი დოლარით „Sentebale“-ს, აივ-ზე ორიენტირებულ საქველმოქმედო ორგანიზაციას დაეხმარება სამხრეთ აფრიკაში, 300 ათასი ბრიტანული ფუნტით კი „WellChild“-ს, საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც მხარს უჭერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს. „Spare“ გამოვა ზუსტად ოთხი თვის შემდეგ დედოფალ ელიზაბეტ II-ის გარდაცვალებიდან და მეფე ჩარლზ III-ის ტახტზე ასვლიდან. წიგნი 16 ენაზე გამოიცემა. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია