- სექტემბერი 03, 2024
ნიჭის ზეიმი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში
- დეკემბერი 13, 2023
- , პოლიტიკა
ქორეოგრაფიული სტუდია ,,ფერხული” 5 წლის გახდა. რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში ანსამბლის სოლო კონცერტი გაიმართა. კონცერტმა დიდი ანშლაგით ჩაიარა. კონცერტზე სტუმრები, კულტურისა და არამარტო კულტურის სფეროში აღიარებული ადამიანები ჩამოსული იყვნენ საქართველოს ყველა კუთხიდან. ლანჩხუთში, საგანგებოდ ფერხულის იუბილესთვის, ჩამობრძანდა 80 წლის ღვაწლმოსილი ადამიანი, ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე რეზო ჭანიშვილი, ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე; კონცერტს ესწრებოდნენ სტუმრები აჭარიდან. აჭარის სახალხო ანსამბლ ,,არსიანის” დერექტორი, სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე, გიორგი ჭანიშვილი; აჭარის აკადემიური ანსამბლის ქორეოგრაფი თემურ ქორიძე; აჭარის აკადემიური ანსამბლის უმცროსი თაობის ქორეოგრაფი, კობა მარგალიტაძე; აჭარის სახალხო არტისტი დათო მგელაძე; ქორეოგრაფები: მერაბ დოლიძე და ამირან პაიჭაძე; ზუგდიდიდან - გიგლა თურქია, საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიის ვიცეპრეზიდენტი; ზუგდიდის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მანუჩარ სამუშია; მოადგილე _ გოგა მოსია; გურიის რეგიონის ქორეოგრაფთა შემოქმედთა კავშირის თავმჯდომარე მელის ნადირაძე; კობა დუნდუა _ოზურგეთის სახალხო ანსამბლ ,,გურიას” ხელმძღვანელი; ალექსანდრე ქართველიშვილი _ საქართველოს ქორეოგრაფიის აკადემიის პრეზიდენტი; რობერტ ქორჩელავა _ აკადემიის ვიცეპრეზიდენტი; ტარიელ გოგიბერიძე _ ანსანბლ ,,ლაშარის” ხელმძღვანელი; ზაზა ყვირჩელიძე _ ,,ერისიონის” წამყვანი სოლისტი; აპო ქანთარია _ ,,არისიანის” სოლოსტი. ღონისძიებას უზღვებოდა სტუმარი თბილისიდან ბატონი კოტე მჟავია. [embed]https://www.youtube.com/watch?v=6QagdRgnRnw[/embed] "ფერხულის" კონცერტზე მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა სამოქალაქო აქტივისტმა ლუი ორაგველიძემ. "ემოციიდან დაცლილი ვარ! ნამდვილი ნიჭის ზეიმი იყო დღეს ლანჩხუთის მუნუციპალიტეტის კულტურის სახლში, სადაც გაიმართა ანსაბლ ფერხულის სოლო კონცერტი გია და აჩიკო რო უკონკურენტო ქორეოგრაფები არიან, დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით! Gia Imnaishvili Archil Kalandadze ჩემი ბავშვობის ყველა წუთი და თქვენთან გატარებული ყოველი დღე განმიახლდა. მადლობა დღევანდელი დღისთვის. ბავშვებო, თქვენ ხართ საუკეთესოები , მაგრამ არც მიკვირს, როცა საუკეთესო ხელმძღვანელი გყავთ, თქვენც საუკეთესოები უნდა იყოთ, ეს დაუწერელი კანონია! ...გაოცებული ვარ დღევანდელი დღით. რა მაგარი გოგო-ბიჭები ხართ! ბედნიერი თქვენი მშობლები , წარმომიდგენია მათი დღევანდელი დღის ემოცია! არ შემიძლია, არ დავწერო ბენდი გურიას შესახებ. თქვენი ნიჭის შესახებ მსოფლიომ უნდა გაიგოს! უდავოდ, უნდა დაფასდეს თქენი შრომა და ღვაწლი ! ასევე აქვე დავწერო უნდა ბატონ გია ორაგველიძეზე რომელიც ბენდის წევრია ალბათ სულ სხვა ემოციაა, როდესაც ბენდის წევრი ხარ და სცენაზე ამ დროს შვილიშვილი სოლოს ასრულებს Lizi Oragvelidze თქვენს გულში მაგ დროს, ალბათ, ყველაზე განსხვავებული ემოციაა, ჩემო ნიჭიერო და შეუდარებელო ლიზი! მერაბ ჩხაიძე ყოველ ჯერზე ცრემლი მდიოდა …. რა ვთქვა იმაზე მეტი, რა ემოციაც თქვენგან მივიღეთ …. აი, ის საოცარი ბიჭი მინდა გავიცნო , მგონი ყურავა იყო გვარად, ჯილდოც გადასცეს, დამსახურებული ჯილდო! უკონკურენტო ხარ. აქვე ასე ხმამაღლა უნდა გითხრა! არ ვიცი, არ ვიცი უსაზღვროდ დიდი წარმატებებს გისურვებთ ყველას ერთად! თქვენ ხართ ნამდვილი ნიჭის ზეიმი, დიახ ნიჭის ზეიმი! ყველაზე მაგრები ხართ! მსოფლიომ უნდა იცოდეს თქვენი ნიჭი! _ დაწერა ლუი ორაგველიძემ სოციალურ ქსელში და იქვე კონცერტის მიმდინარეობისა და დაჯილდოების ცერემონიალის ფოტო და ვიდეო მასალა გაგვიზიარა. "გურია ნიუსი" წარმატებებს უსურვებს ანსამბლ "ფერხულს".