ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

„ომიკრონთან“ მიმართებით, ეს თამასა უფრო მაღლაა აწეული” _ გამყრელიძე


„ომიკრონთან“ მიმართებით, ეს თამასა უფრო მაღლაა აწეული” _ გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ გავრცელების პირობებში, სასწავლო დაწესებულების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 90% უნდა იყოს აცრილი. „თუ ადრე ვამბობდით, რომ, სასურველია, 60-80% იყოს ორჯერ აცრილი, დღეს, „ომიკრონთან“ მიმართებით, ეს თამასა უფრო მაღლაა აწეული - მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 90% უნდა იყოს აცრილი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სკოლებთან მიმართებით, ნაკლები რისკი გვექნება. ძალიან ხშირი მოწოდების მიუხედავად, სამწუხაროდ, უნივერსიტეტებში, პროფესორ-მასწავლებლების აცრის მაჩვენებელი უფრო მაღალია, მაგრამ სტუდენტების აცრის მაჩვენებელი არასახარბიელოა. ჩემი რეკომენდაციაა, რომ იყოს ინდივიდუალური მიდგომა. იმ უნივერსიტეტებს, სადაც სტუდენტების დიდი ნაწილი, 80-90% აცრილია, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, პირისპირ სწავლებაზე მეტი აქცენტი გააკეთონ“, - აღნიშნავს ამირან გამყრელიძე. 16 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში „ომიკრონის“ 1 189 შემთხვევაა დადასტურებული.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია