ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ოზურგეთელი მარიამ გოგუაძე საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულია


ოზურგეთელი მარიამ გოგუაძე საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულია

ოზურგეთელი მარიამ გოგუაძე ბათუმის საერთაშორისოო საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებული და "მერიის თასი -2023-ის" მფლობელი გახდა - ამის შესახებ ინფორმაციას გურიის ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს. მარიამ გოგუაძემ 8 ტურში ყველა პარტია მოიგო და ტურნირის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა პირველი ადგილი. ბოლო ტურში მარიამის ამოცანაა მოიგოს მე-9 პარტიაც და სარეკორდო შედეგით დაამთავროს ეს მასშტაბური საჭადრაკო ფესტივალი. სასიხარულოა, რომ მე -2-ადგილზე ასევე ჩვენი მოჭადრაკე, ლანჩხუთელი ანასტასია ებრალიძე გავიდა, რომელმაც მხოლოდ მარიამთან დათმო ქულა და მესამე ადგილზე გასულს 2 ქულით სჯობს. სხვა მოჭადრაკეების შედეგები ჯერჯერობით გარკვეული არაა და მასზე მხოლოდ ბოლო ტურის შემდეგ ვისაუბრებთ. გულშემატკივრებისათვის საინტერესო იქნება გაეცნოს თუ როგორ დამაჯერებლად გახდა ჩვენი მოჭადრაკეები ოქროსა და ვერცხლის მფლობელი. შეჯიბრების დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე 22 მონაწილეს შორის პირველი ათეული ასე გამოიყურება: [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია