ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ოზურგეთელმა  სამოქალაქო აქტივისტებმა ალტ-ინფოს წინააღმდეგ  პროკურატურაში განცხადება შეიტანეს


ოზურგეთელმა  სამოქალაქო აქტივისტებმა ალტ-ინფოს წინააღმდეგ  პროკურატურაში განცხადება შეიტანეს

ოზურგეთელი სამოქალაქო აქტივისტები , ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეიკრიბნენ, საზოგადოების წარმომად გენლ ებთან ერთად. მიწვეული იყვნენ ჟურნალისტები. სამოქალაქო აქტივისტმა კუკა ბარამიძემ ისაუბრა ალტ-ინფოს მიერ, სოციალურ ქსელებში გავრცელებული მუქარის შემცველი განცხადებების შესახებ. _ჩვენ კონკრეტული პირის წინააღმდეგ, ოზურგეთის რაიონულ პროკურატურას მივმართავთ. მოვითხოვთ, მოიკვლიონ მასალები, რომელიც მუქარას შეიცავს. ალტ-ინფოს წარმომადგენლები სოციალური ქსელის მეშვეობით იმუქრებიან, _ თქვა მან. აქტივისტემა განაცხადეს, რომ ყველა ეს მუქარა არის საფრთხის შემცველი. რომ ისინი განცხადებებთან ერთად, იარაღის ფოტოებს დებენ სოცქსელში და ღიად იმუქრებიან.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია