ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

„ოზურგეთში +29 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია წვიმა“ – ამინდის პროგნოზი საქართველოში


„ოზურგეთში +29 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია წვიმა“ – ამინდის პროგნოზი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ პროგნოზს ავრცელებს: ქუთაისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და +27 გრადუსი, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. ოზურგეთში +29 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი და იწვიმებს. ზუგდიდში დღისით +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი და წვიმაა ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. მესტიაში ნალექი და +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. დღისით შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ნალექიანი დღე იქნება ჭიათურაში, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში, დღისის მეორე ნახევარში, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, +32 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიწევს. +32 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. გორში დღისით +36 გრადუსია მოსალოდნელი, უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე, ღამის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბლიანი ამინდი​ა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +26 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე, ღამე კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +39 გრადუსი იქნება, ღამით კი +25 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში სიცხე და +36 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. გურჯაანში დღისით ჰაერი +38 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, +36 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. რუსთავში დღისით ჰაერი +39 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +37 გრადუსს მიაღწევს, ღრუბლიანი იქნება დღე, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია