ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ოზურგეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მასშტაბურად აღინიშნება


ოზურგეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მასშტაბურად აღინიშნება

ოზურგეთში 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მასშტაბურად აღინიშნება. მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია მუსიკალური და გასართობის ღონისძიებები. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში წვევამდელები ფიცს დადებენ. დღის ბოლოს გაიმართება გელა გნოლიძის და „ღამის შოუს ბენდის“ კონცერტი. ამ წუთებში კი, ე.წ. ჭადრების ბაღში მიმდინარეობს მზადება ხვალინდელი ღონისძიებისთვის. 26 მაისს, ტრადიციულად, თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა გაიმართება. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია