- სექტემბერი 03, 2024
ოზურგეთში საქართველოს პირველობა მიმდინარეობს – რა შედეგები აქვთ გურულ სპორტსმენებს
- მარტი 31, 2023
- , პოლიტიკა
ოზურგეთში მესამე დღეა მიმდინარეობს საქართველოს პირველობა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში (17-წლამდელები). გუშინ, ჩემპიონატში ჩაერთნენ გურული სპორტსმენები. ამ დროისთვის გურულმა მოჭიდავეებმა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მოპოვება შეძლეს. ჩემპიონატი ხვალ დასრულდება. 45კგ: მეორე ადგილი - ნიკა ცეცხლაძე (ლანჩხუთი); 48კგ: მეორე ადგილი ლუკა კილაძე (ოზურგეთი); 55კგ - პირველი ადგილი ერეკლე თავბერიძე (ოზურგეთი); მეორე ადგილი რეზი გუჯაბიძე (ოზურგეთი); მესამე ადგილი დათო ზეინკლიშვილი (ოზურგეთი); 60კგ მესამე ადგილი - ლუკა ფიფია (ოზურგეთი); 65კგ - მესამე ადგილი - კონსტანტინე ცეცხლაძე (ოზურგეთი); 71კგ - მესამე ადგილი: თამაზი აბაშიძე ( ლანჩხუთი); გიორგი ტაკიძე ( ოზურგეთი); 80კგ: პირველი ადგილი - გიორგი მახარაძე (ლანჩხუთი). [simple-author-box]