ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

პარლამენტთან სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა


პარლამენტთან სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა

პარლამენტთან სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა. მანამდე, სამართალდამცველებმა მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველების განმარტებით, მან პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაციაც, რომ ფეიერვერკის სროლის შედეგად პოლიციის თანამშრომელი დაშავდა. ინფორმაციისთვის, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-9 დღეა მიმდინარეობს. ფოტო: მთავარი არხი



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია