ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს – გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა


პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს – გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა

საქართველოს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო შენობის წინ მონიტორები და ტექნიკაა დამონტაჟებული, საიდანაც რამდენიმე წუთში მოქალაქეებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ ეთერში მიმართავს. აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ საქართველოს და უკრაინის დროშები. ისმის მხარდამჭერი შეძახილი - „დიდება უკრაინას!“. ამასთან, შესრულდა საქართველოს და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია