- სექტემბერი 03, 2024
პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ახალ ვიდეოკადრებს ასაჯაროვებს
- ნოემბერი 11, 2021
- , პოლიტიკა
პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს კადრებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ტრანსპორტირებას ასახავს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევა აგრესიულად და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს“, - აღნიშნულია სამსახურის განცხადებაში.