ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

პროფესორი გიორგი გახელაძე გარდაცვლილი იპოვეს


პროფესორი გიორგი გახელაძე გარდაცვლილი იპოვეს

გიორგი გახელაძე გარდაცვლილი იპოვეს. პროფესორის ცხედარი კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეა ნაპოვნი. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გიორგი გახელაძის მეუღლე ირმა მალაციძე პოსტს აქვეყნებს. „აღარ მყავს გიო, მორჩა ჩვენი ამბავი!“- წერს მალაციძე. შეგახსენებთ, რომ პროფესორ გიორგი გახელაძეს ოჯახი 6 დღე ეძებდა. გახელაძის დაკარგვის შესახებ ინფორმაციამ მისმა მეუღლემ სოციალურ ქსელში გაავრცელა და საზოგადოებას მის მოძებნაში დახმარება სთხოვა. სამძებრო ღონისძიებებში ჩართულები იყვნენ როგორც სამართალდამცავი უწყებები, ისე მოქალაქეები.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია