- სექტემბერი 03, 2024
როდიდან გამოიდარებს საქართველოში
- მაისი 05, 2024
- , პოლიტიკა
მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის ინფორმაციით,უახლოეს დღეებში, ამინდს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გრილი და ნოტიო ჰაერის მასების ინტენსიური გავრცელება განსაზღვრავს, ამიტომაც 5 მაისს, როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი, ტემპერატურა ყველგან (დაბლობსა და ბარში) იქნება +18, +20 გრადუსის ფარგლებში. 5 მაისს - ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა 3 ბალი, ხილვადობა შეზღუდული. რაც შეეხება 6 მაისს, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, ნალექის ინტენსივობა დაიკლებს და მხოლოდ მცირე წვიმა შენარჩუნდება, ასე, რომ ამ ჩვენთვის მნიშვნელოვან დღეს, დიდ ორშაბათს, როდესაც პატივი უნდა მივაგოთ მიცვალებულებს, ძლიერი წვიმის საშიშროება ნაკლებია. 7 მაისიდან, დაიწყება გამოდარება და 8 მაისს საქართველოში მზიანი ამინდი იქნება.