ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

როდის და რატომ უნდა გადავჭრათ კარტოფილის მიწისზედა ნაწილი


როდის და რატომ უნდა გადავჭრათ კარტოფილის მიწისზედა ნაწილი

გურიაში კარტოფილს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი იმ რაოდენობით მაინც თესავს და იწევს, რომ ზაფხულის სეზონზე ან შემოდგომის ბოლომდე ეყოს. ბევრიც წლის სამყოფ მოსავალზე ზრუნავს. სწორედ ასეთი ადამიანებისთვისაა ჩვენი რჩევები, ვისაც მომდევნო წლისთვის სათესლე მასალის შენახვაც სჭირდება. კარტოფილის მიწისზედა მწვანე მასა განმსაზღვრელია ტუბერების ჩამოყალიბება-ფორმირებისთვის. ამიტომ გარკვეულ დრომდე მასზე შეხება არ შეიძლება. ტუბერების ზრდასრულობამდე მიახლოებისას, მიწისზედა ნაწილი შეჭკნობას იწყებს. ამ პერიოდში უმჯობესია გადავცელოთ მიწისზედა ნაწილი იმ მონაკვეთზე, საიდანაც აღებული კარტოფილი სარეალიზაციოდ ან შინ მოსახმარად გვჭირდება. ხოლო, მათ ვინც სათესლე მასალას მომავალი წლისთვის ინახავს, მიწისზედა ნაწილი გადათიბეთ ყვავილობის დამთავრების შემდეგ, მასა კი ნაკვეთიდან გაიტანეთ და დაწვით. საკომპოსტედ მაინც და მაინც არ გამოდგება, რადგან კარტოფილის დამჭკნარ მიწისზედა ბუჩქოვან ნაწილში მრავალი სოკოვანი დაავადება ჩნდება ან ღეროს ნემატოდების შესევა ხდება, რომლებიც უფრო ტუბერებისკენ ისწრაფვიან. მიწისზედა გადათიბვის შემდეგ, 10 დღე დააყოვნეთ და ამოყარეთ. სათესლედ შეინახეთ ასე ამოღებული კარტოფილი. სამუშაოდ აუცილებლად შეარჩიეთ მზიანი ამინდი, ოღონდ მიწიდან ამოღებული ტუბერები მზის გულზე დიდხანს არ გააჩეროთ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია