- სექტემბერი 03, 2024
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- ივნისი 26, 2021
- , პოლიტიკა
გარემოს ეროვნული სააგენტო დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ განახლებულ ცნობებს აქვეყნებს. სინოპტიკოსთა ვარაუდით, 26 ივნისს ქუთაისში უნალექო დღე და +30 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთში +22 გრადუსი იქნება, უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ხანმოკლე წვიმა და +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. მესტიაში უმეტესად მზიანი დღე და +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე იქნება ჭიათურაში, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით მზიანი ამინდი და +30 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსამდე დაიწევს. +30 გრადუსი და უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. გორში დღისით +37 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +25 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება. ომალოშიც დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში სიცხე და +36 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. გურჯაანში დღისით ჰაერი +39 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +24 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, +37 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +24 გრადუსი დაფიქსირდება. რუსთავში სიცხეს პროგნოზირებენ. დღისით ჰაერი +38 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +37 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.