- სექტემბერი 03, 2024
რომელი მისამართებიდან გავლენ სასაფლაოს მიმართულებით ავტობუსები თბილისში
- აპრილი 24, 2022
- , პოლიტიკა
თბილისის მერიის ინფორმაციით, 24 და 25 აპრილს დილის რვიდან საღამოს რვა საათამდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებს. მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გაიყვანს; ძველი და ახალი კუკიის სასაფლაოებისკენ სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან; საბურთალოს საქალაქო სასაფლაომდე - მეტროსადგურ „დელისიდან“; ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოსკენ - მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“; ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ; ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოსკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩიდან.