ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

რუსეთს საფეხბურთო ნაკრებებსა და კლუბებს ფიფასა და უეფას ყველა ტურნირსა და მატჩებში მონაწილეობის უფლება აეკრძალა


რუსეთს საფეხბურთო ნაკრებებსა და კლუბებს ფიფასა და უეფას ყველა ტურნირსა და მატჩებში მონაწილეობის უფლება აეკრძალა

ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა, FIFA-მ და UEFA-მ რუსეთის მიმართ სანქციები გაამკაცრეს. ორგანიზაციების გადაწყვეტილებით, რუსეთის საფეხბურთო ნაკრებებსა და კლუბებს ფიფასა და უეფას ეგიდით ჩატარებულ ყველა ტურნირსა და მატჩებში მონაწილეობის უფლება აეკრძალათ. ,,ფიფას საბჭოსა და უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მიღებული პირველადი გადაწყვეტილებების შემდეგ, რომლებიც ითვალისწინებდა დამატებითი ზომების მიღებას, ფიფამ და უეფამ დღეს ერთად გადაწყვიტეს, რომ რუსეთის ყველა გუნდს, იქნება ეს ეროვნული წარმომადგენლობითი გუნდები თუ საკლუბო გუნდები, შეუჩერდებათ მონაწილეობა ორივე ტურნირში თამაშში.“ - წერს ფიფა განცხადებაში. ორგანიზაციებმა ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო მიიღეს. FIFA-მ და UEFA-მ აგრეთვე სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს და იმედი გამოთქვეს, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდება. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია