- სექტემბერი 03, 2024
რუსმა აგრესორებმა ლვოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი
- ივლისი 06, 2023
- , პოლიტიკა
უკრაინელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ოკუპანმა რუსეთმა ლვოვზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რომლის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი გარდაიცვალა, 32-მდე კი დაშავდა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტი და 30 - მდე საცხოვრებელი კორპუსი. ასევე განადგურდა ორმოცდაათამდე მანქანა. ნანგრევების გაწმენდა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, შესაძლოა მის ქვეშ ისევ ხალხი იყოს. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ლვოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსი მაქსიმ კოზიცკი ამბობს: "ამჟამად ჩვენ ვასუფთავებთ ნანგრევებს. ჩართულია ყველა ძალა. იმედი გვაქვს ცოცხალ ადამიანებს ვიპოვით. პირდაპირი დარტყმა იმ სახლზე, სადაც ხალხი ცხოვრობდა. 4 გარდაცვლილი, 32 დაშავებული, 13 საავადმყოფოში საშუალო სიმძიმის. ჩვენ უფრო მეტ ადამიანს ვეძებთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ნანგრევების ქვეშ შეიძლება ხალხი იყოს". კოზიცკიმ განმარტა, რომ ოკუპანტებმა მთავარი დარტყმა მიაყენეს საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსს - ეს სახლი ფაქტობრივად დაინგრა და მის მახლობლად 6 სახლი კრიტიკულად დაზიანდა. სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, დაზიანებულია 30 სახლი, 50-მდე მანქანა, ჩამსხვრეულია ათეულობით მინა, ორი სასწავლო დაწესებულების 11 საერთო საცხოვრებელი, სადაც დევნილები იყვნენ, №1 ბავშვთა სახლი და სანატორიუმის სკოლა. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის უფროსმა სერგეი კრუკმა დააზუსტა, რომ მე-3 და მე-4 სართულები ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ორ სადარბაზოში განადგურდა. ამ დროისთვის 7 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, 64 კი ევაკუირებულია. სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი ვარაუდობს, რომ ნანგრევები დღის ბოლომდე გაიწმინდება. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში განმარტავენ, რომ დილის 8 საათისთვის დანგრეული სახლის პირველ, მე-3 და მე-4 სადარბაზოებში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა. მოგვიანებით კოზიცკიმ Telegram-ში დაამატა, რომ რაკეტის ფრაგმენტი ლვოვის რაიონის ერთ-ერთ სოფელში სახალხო სახლის შენობასთან დაეცა. რაკეტის ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად, ზოლოჩივის რაიონის ერთ-ერთ სოფელში კერძო საყოფაცხოვრებო სახლიც დაინგრა. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. [simple-author-box]