- სექტემბერი 03, 2024
რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქი დაბომბეს
- ოქტომბერი 10, 2022
- , პოლიტიკა
რუსებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს სუმის ოლქი ნაღმტყორცნებით და არტილერიით. - ამის შესახებ სუმის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დმიტრო ჟივიცკიიმ თავის Telegram არხზე განაცხადა. მისი თქმით, დაბომვის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. ასევე ჟივიცკიმ განაცხადა, რომ დაბომბვის შედეგად ერთ-ერთ სოფელში სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ქონება დაზიანდა. 9 ოქტომბრის დილის 09:00 საათის შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა ველიკოფისაროვსკის თემში 4 ნაღმი გაუშვეს, ხოლო თითქმის შუადღისას - კიდევ 8 ნაღმი და 20-მდე სარაკეტო სადგური. [simple-author-box]