- სექტემბერი 03, 2024
საბერძნეთის მთავარეპისკოპოსს კორონავირუსი დაუდასტურდა
- ნოემბერი 19, 2020
- , პოლიტიკა
ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი იერონიმე,სავადმყოფოში გადაიყვანეს. Orthodox Times-ის ინფორმაციით, მთავარეპისკოპოსს კორონავირუსი დაუდასტურდა. გამოცემის ინფორმაციით, 82 წლის სასულიერო პირი მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის. მას COVID-19 -ის მსუბუქი სიმპტომები აქვს. როგორც Orthodox Times წერს, მთავარეპისკოპოსს დიაგნოზი, პრემიერ-მინისტრთან კირიაკოს მიცოტაკთან შეხვედრის დაწყებამდე როგორც სწრაფი, ისე მოლეკულული ტესტების აღების შედეგად დაუდგინდა. ,,ვიზიარებ ყველას ტანჯვას, ტკივილს და შიშს, რომ ღვთისადმი რწმენით ყველა გადავლახავთ“ - განაცხადა სასულიერო პირმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოროვირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.