- სექტემბერი 03, 2024
საჩემპიონო ბრძოლამდე რამდენიმე საათი რჩება
- სექტემბერი 14, 2024
- , პოლიტიკა
UFC 306-ის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება და ივენთის მთავარმა გმირებმა საჩემპიონო წონები ჩააბარეს. მთავარი ბრძოლა სუპერმსუბუქი წონით კატეგორიის საჩემპიონო ქამრისთვის გაიმართება, სადაც ერთმანეთს მერაბ დვალიშვილი და შონ ო'მალი დაუპირისპირდებიან. ო'მალიმ საჩემპიონო ქამარი 1 წლის წინ სტერლინგის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და შემდეგ ერთხელ ვერასთან ბრძოლაში დაიცვა. დვალიშვილს კი UFC-ში ზედიზედ 10 ორთაბრძოლა აქვს მოგებული და ქამრისთვის პირველად იჩხუბებს. UFC 306-ის მთავარი ქარდი ხვალ, 15 სექტემბერს თბილისის დროით დილის 6 საათზე დაიწყება.