ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

საგრადა-ფამილიას მშენებლობა 2026 წელს დასრულდება


საგრადა-ფამილიას მშენებლობა 2026 წელს დასრულდება

ცნობილი გახდა, რომ ბარსელონის საგრადა-ფამილიას ბაზილიკის მშენებლობა 2026 წელს საბოლოოდ დასრულდება. ამ ეტაპზე ტაძრის მე-6 ცენტრალური კოშკის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობის დასრულების შემდეგ საგრადა-ფამილია მსოფლიოს უმაღლესი ტაძრის სტატუსს მოიპოვებს. საგრადა-ფამილია მშენებლობა 1882 წელს დაიწყო. ტაძარი კატალონიელი არქიტექტორის, ანტონიო გაუდის, ნამუშევარია. საგრადა-ფამილიას გაუდი 40 წლის განმავლობაში აშენებდა, მისი გარდაცვალებისას კი პროექტის მეოთხედიც კი არ იყო დასრულებული. 1984 წელს UNESCO-მ საგრადა-ფამილია მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია