- სექტემბერი 03, 2024
სამძებრო სამუშაოები მტკვარზე – მყვინთავები მდინარეში გადამხტარი ახალგაზრდის პოვნას ცდილობენ
- აპრილი 04, 2019
- , პოლიტიკა
მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მყვინთავები ახალგაზრდა მამაკაცის პოვნას ცდილობენ, რომელიც, სავარაუდოდ, მდინარეში გადახტა. მისი მტკვარში გადახტომის შესახებ შეტყობინება 112-ს მოქალაქემ მიაწოდა. სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა, თუმცა, უშედეგოდ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.