ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

სამტრედიელი ვეფხია წიქვაძე გიორგი სააკაძის თასის პრიზიორი გახდა


სამტრედიელი ვეფხია წიქვაძე გიორგი სააკაძის თასის პრიზიორი გახდა

13 და 14 მაისს, კასპში ჩატარდა შეჯიბრი ჭიდაობა ძიუდოში გიორგი სააკაძის თასზე, სადაც მესამე საპრიზო ადგილი სამტრედიელმა ჯუდოკამ, ვეფხია წიქვაძემ დაიკავა. ვეფხიამ, ჯამში, 6 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც ხუთში დამაჯერებლად იმარჯვა და ღირსეულად გახდა მედალოსანი. 14 წლის ვეფხია წიქვაძე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მე-9 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეა. წარმატებული სპორტსმენი საქართველოს მოქმედი ჩემპიონია ჭიდაობაში. ვეფხიას მწვრთნელები არიან: ბესარიონ შვანგირაძე და ავთანდილ თარგამაძე. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია