- სექტემბერი 03, 2024
სამხარეო ადმინისტრაციაში ევროკავშირის შეფასების მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა გაიმართა
- ოქტომბერი 07, 2022
- , პოლიტიკა
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის EU4ITD-ის შეფასების მისიის გუნდის ხელმძღვანელ რუბინა დევრიკიანთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, გურიაში 2020-2022 წლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის 22 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.