- სექტემბერი 03, 2024
საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს – NDI -ის კვლევა
- თებერვალი 02, 2023
- , პოლიტიკა
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. კითხვაზე - რამდენად მოსალოდნელია ან არ არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენ სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ? - გამოკითხულთა 20% ამბობს, რომ მოსალოდნელია, 76% ამბობს, რომ არ არის მოსალოდნელი, დარჩენილი 4% კი ამბობს, რომ არ იცის. აღნიშნული კვლევის თანახმად, თბილისის, დიდი ქალაქებისა და უმცირესობათა დასახლებების მცხოვრებთა მეოთხედს, ასევე, ახალგაზრდების მესამედს ემიგრაციაში წასვლა სურს. კითხვაზე - რამდენად მოსალოდნელია ან არ არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენ სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ? [დასახლების, ასაკის, სქესისა და პარტიული მხარდაჭერის მიხედვით] - ეროვნულ დონეზე 20% ამბობს, რომ ემიგრაცია მოსალოდნელია, 76 ამბობს, რომ არ არის მოსალოდნელი და 4%-ის თქმით არ იციან. NDI-ის განმარტებით, ქვეყნის დატოვებაზე კაცები უფრო ფიქრობენ ვიდრე ქალები. ქართული ოცნების მხარდამჭერებთან შედარებით, ოდნავ მეტი ოპოზიციის მხარდამჭერი ამბობს, რომ ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობს. კვლევა 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/-1.6 პროცენტია.[simple-author-box]