ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

საქართველოს რკინიგზამ დამოუკიდებლობის დღე მგზავრებს მოძრავ ყველა მატარებელში მიულოცა


საქართველოს რკინიგზამ დამოუკიდებლობის დღე მგზავრებს მოძრავ  ყველა მატარებელში მიულოცა

საქართველოს რკინიგზამ მგზავრებს, დამოუკიდებლობის დღე მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ ყველა მატარებელში მიულოცა. დამოუკიდებლობის თემაზე მომზადებული სახალისო ვიქტორინის გამარჯვებულებს, კომპანიამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. დაჯილდოვდნენ ის იღბლიანი მგზავრებიც, რომლებმაც ბილეთი 26-ე ადგილზე შეიძინეს. 26 მაისს, 17 საათსა და 10 წუთზე, სწორედ იმ დროს, როდესაც 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი გამოცხადდა, რკინიგზის სამგზავრო მატარებლებსა და სადგურებში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია