ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

საქართველო-საბერძნეთის მატჩზე მაყურებლის 33% დაიშვება


საქართველო-საბერძნეთის მატჩზე მაყურებლის 33% დაიშვება

9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე მაყურებლის 33% დაიშვება- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საფეხბურთო მატჩზე მაყურებლის 33% სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით, 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტის უარყოფით პასუხით, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობით დაიშვება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია