ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

სასწრაფოს მანქანას მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა


სასწრაფოს მანქანას მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანას მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, შეჯახების შედეგად სასწრაფო ადგილზე გადაყირავდა. შემთხვევა ბათუმში გვიან ღამით მოხდა. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს. ავარიის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება და მოტეხილობა მიიღო სასწრაფოს პერსონალმა. ყველა მათგანი გადაყვანილია კლინიკაში. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა სამი პირი, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია