ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

შექმნა თუ არა პრობლემები თოვლმა ჩოხატაურში


შექმნა თუ არა პრობლემები თოვლმა ჩოხატაურში

ჩოხატაურში ისევ თოვს. ამ დროისთვის მაღალმთიანი სოფლები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ჩოხატაურის მერი, დავით შარაშიძე "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ამბობს, რომ ჯგუფები მობილიზებულია და ელექტრო ენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება. " თოვლის გამო ხეები წაიქცა და დააზიანა კაბელები. გასულია ჯგუფები და დღის ბოლომდე აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება",_ ამბობს შარაშიძე. რაც შეეხება გზებზე არსებულ ვითარებას, გზის გასაწმენდი სპეციალური ტექნიკა ყველა სოფლის ცენტრალურ გზაზეა მობილიზებული და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია