- სექტემბერი 03, 2024
შოლე- აშშ მიესალმება საქართველოს მხარდაჭერას რუსეთის აგრესიული ძალის გაწვევასა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაში
- მაისი 19, 2022
- , პოლიტიკა
პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება. დერეკ შოლეს თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეულ მრავალმხრივ ძალისხმევას. „ვაფასებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის განხილვის შესაძლებლობას. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მხრიდან მრავალმხრივი ძალისხმევით აქტიურ მხარდაჭერას რუსეთის აგრესიული ძალის გაწვევისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის საქმეში",-აღნიშნავს დერეკ შოლე.