ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

შტუტგარტის უბანზე ამომრჩევლები ორსაათიან რიგში დგანან


შტუტგარტის უბანზე ამომრჩევლები ორსაათიან რიგში დგანან

ისევე როგორც ფრანკფურტში, შტუტგარტშიც არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს. ქეთი ანთაძე-ტამინგას მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აქტივობა მაღალია. ამომრჩეველი დ. სანიკიძე ამბობს, რომ ამომრჩევლებს 2-3 საათი უწევთ რიგში დგომა. უბნიდან გამოსული ადამიანები აღნიშნავენ, რომ ვითარება უბანზე მშვიდი და წყნარია. ის გვიყვება ერთ შემთხვევაზე, რომელიც უბანზე დაფიქსირდა: ამომრჩეველმა, რომელიც შტუტგარტის საკონსულოში დარეგისტრირდა, მაილიც მიიღო აქ ხმის მიცემის შესახებ, მაგრამ უბანზე მისულმა გაიგო, რომ ვარშავაში უნდა მისცეს ხმა, ახლა კი რიგში დგას და არ იცის როგორ მოიქცეს. მადლობას ვუხდით დ. სანიკიძეს ფოტო-ვიდეომასალისთვის. [embed]https://www.youtube.com/shorts/e3eH1vspX0E[/embed]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია