- სექტემბერი 03, 2024
ტყუილი თუ მართალი- რა ხდება რეალურად აცანასთან დამაკავშირებელ გზაზე
- თებერვალი 26, 2025
- , პოლიტიკა
ლანჩხუთელი აქტივისტი ირინა ზარანდია აცანის მაჟორიტარი დეპუტატის დისშვილს, თამთა კვირკველიას ტყუილი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, თითქოსდა აცანის ტერიტორიულ ერთეულამდე დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გაწმენდილია. ცნობისთვის, იგივე ინფორმაცია ლანჩხუთის მერიის პიარმაც გაავრცელა. მაკა სულაბერიძემ ფეისბუქზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აცანის გზა თოვლისგან გაწმენდილი ჩანდა. რეალურად კი აღმოჩნდა, რომ მხოლოდ გზის მცირედი მონაკვეთია გაწმენდილი და სოფელთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.