- სექტემბერი 03, 2024
ტრაგედია ბათუმში – დაღუპული ბავშვის უმცროსი ძმის მდგომარეობა მძიმეა
- მარტი 13, 2023
- , პოლიტიკა
ცოტა ხნის წინ სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა - 12 მარტს, ბათუმის ბულვარში, ძლიერი ქარის დროს ბატუტის გატაცების შედეგად დაშავებული 10 წლის მოზარდი კლინიკაში გარდაიცვალა. მძიმეა დაღუპული ბავშვის ძმის, 3 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელთან ერთადაც ის ბატუტზე იყო. ცნობისთვის, ძმები წუხელ დაშავდნენ. ბატუტი, რომელზეც ისინი თამაშობდნენ, ძლიერმა ქარმა გაიტაცა. შემთხვევა გვიან საღამოს, 23:00 საათის შემდეგ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვების დედა უკრაინელია, მამა - ქართველი. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაწყებულია 240-ე მუხლით, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. წყარო: პრაიმტაიმი