ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

უამინდობა, თოვა და ლიპყინული _ ბახმაროსა და გომისმთისკენ ავტომობილების მოძრაობა იკრძალება


უამინდობა, თოვა და ლიპყინული _ ბახმაროსა და გომისმთისკენ ავტომობილების მოძრაობა იკრძალება

უამინდობასთან დაკავშირებით, ბახმაროსა და გომისმთისკენ ავტომობილების მოძრაობა იკრძალება, _ ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, ამ დროისათვის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა შემდეგი მიმართულებით: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 34-ე, 53-ე კილომეტრზე (ჩხაკაურა-ბახმაროს მონაკვეთი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ33 (ჩოხატაური-ჩხაკაურა) მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ32 მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია