- სექტემბერი 03, 2024
უკრაინამ ტელეგრამი აკრძალა
- სექტემბერი 22, 2024
- , პოლიტიკა
უკრაინის მთავრობამ აკრძალა Telegram-ის მესიჯების აპლიკაციის გამოყენება სახელმწიფო და სამხედრო მობილურ ტელეფონებზე. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ნაბიჯის მიზანია რუსეთის ჯაშუშების თავიდან აცილება. Telegram-ი WhatsApp-ის მსგავსი ონლაინ შეტყობინებების სერვისი, იყო უკრაინის ომის შესახებ ინფორმაციის გაზიარების მთავარი ინსტრუმენტი, მაგრამ კიევის სადაზვერვო სამსახურები შიშობენ, რომ ის ასევე დაუცველია რუსული კიბერშეტევების მიმართ.