ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

უკრაინაში პარლამენტმა საომარი მდგომარეობის შესახებ კანონი 20 მაისამდე გაახანგრძლივა


უკრაინაში პარლამენტმა საომარი მდგომარეობის შესახებ კანონი  20 მაისამდე გაახანგრძლივა

უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ამტკიცებს უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებას საომარი მდგომარეობის კიდევ 90 დღით, 2023 წლის 20 მაისამდე გაგრძელების შესახებ. კანონპროექტს მხარი 348-მა დეპუტატმა დაუჭირა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. სწორედ ამ დღეს შემოიღეს საომარი მდგომარეობა და გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია უკრაინაში 2022 წლის 26 მარტამდე. მოგვიანებით საომარი მდგომარეობისა და საერთო მობილიზაციის ვადა გაგრძელდა 25 აპრილამდე, 25 მაისამდე, 23 აგვისტომდე, 21 ნოემბრამდე და 19 თებერვალი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია