ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქში 23 დასახლება გაათავისუფლა


უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქში 23 დასახლება გაათავისუფლა

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ხარკოვის მიმართულებით 23 დასახლება განთავისუფლდა რუსი დამპყრობლებისგან. ამის შესახებ უკრაინა-უკრინფორმ მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ოლექსი ჰრომოვმა განაცხადა. ინფორმაციას ukrinform ავრცელებს. „5 მაისიდან, ხარკოვის მიმართულებით სულ 23 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა რუსული ოკუპაციისგან. მტერი ცდილობს შეაჩეროს ჩვენი ძალების შეტევა. რუსეთი არ წყვეტს ჩერნიგოვისა და სუმის რაიონების დაბომბვას“, - განაცხადა ჰრომოვმა. სამხედრო ჩინოვნიკის თქმით, რუსი დამპყრობლების მიზნად რჩება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრამდე წინსვლა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია