- სექტემბერი 03, 2024
ვერსალის სასახლეში ევაკუაცია გამოცხადდა
- ოქტომბერი 21, 2023
- , პოლიტიკა
ვერსალის სასახლეში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ევაკუაცია უკვე მეექვსედ გამოცხადდა. ინფორმაციას სასახლის ადმინისტრაცია X-ზე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ვიზიტორების ევაკუაცია ამჯერადაც ბომბის საფრთხის გამო გამოცხადდა. "უსაფრთხოების მიზნით, ვერსალის სასახლეში ვიზიტორების ევაკუაცია მიმდინარეობს, სასახლე გაიხსნება, როგორც კი შემოწმების პროცესი დასრულდება. მადლობას გიხდით გაგებისთვის," - ნათქვამია განცხადებაში.