ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ვინ გათავისუფლდება კოვიდპანდემიის დროს დაწერილი ჯარიმებისგან


ვინ გათავისუფლდება კოვიდპანდემიის დროს დაწერილი ჯარიმებისგან

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა "ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ" კანონპროექტზე იმსჯელა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ირინე წაქაძის განცხადებით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომელთაც კოვიდპანდემიისას ორი სახის სამართალდარღვევა ჩაიდინეს. „საქმე ეხება ორ სამართალდარღვევას - იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევას და პირბადის ტარების წესების დარღვევას", - განაცხადა ირინე წაქაძემ. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია