ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი


ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

თქვენი ცნობისმოყვარეობა, ბოლოს და ბოლოს, ნაყოფს გამოიღებს – ღირებულ ინფორმაციას ან თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს მიიღებთ. გაზრდილი ემოციურობა მუშაობაში ხელს გიშლით, ამიტომ ეცადეთ ნაკლები ინერვიულოთ და რაციონალურად იფიქროთ. თუ ვინმეს უკეთ გაცნობას ცდილობთ, დასკვნების გამოტანა არ უნდა იჩქაროთ – შეიძლება რაღაც არასწორად გაიგოთ ან სასურველი რეალობად მიიჩნიოთ. ამ დღეს უპირატესობა მიანიჭეთ საქმეს, რომელიც სწრად სარგებელს მოგიტანთ. ეცადეთ საყვარელი საქმიანობისთვის დრო გამონახოთ – ის სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ. ამ დღეს გარემოებები თქვენ წინააღმდეგაა, თუმცა ინტუიცია სწორ გადაწყვეტილებას გიკარნახებთ. აჩქარება ვერ გიშველით – ეცადეთ, სიტუაცია მშვიდად აკონტროლოთ და საკუთარი ქმედებები წინასწარ გათვალოთ. თუ დამატებით სამუშაოს შემოგთავაზებენ, მიიღეთ – ის კარგ შემოსავალს მოგიტანთ. გულწრფელობა და პატიოსნება შესაძლო გაუგებრობას თავიდან აგაცილებთ და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ. იგივე თვისებები თქვენს პროფესიულ საქმიანობასაც დაამშვენებს და კარიერულ წინსვლას მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში განწყობა შეიძლება ძლიერმა ემოციებმა გააფუჭოს. შედეგების შეჯამების და დასკვნების გამოტანის დროა. ეცადეთ მიზნისკენ მიმავალ გზაზე მეტი იფიქროთ და თუ საჭიროა, გეგმა შეცვალოთ. აქტიური მოქმედებებისთვის არახელსაყრელი დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მარტო არ დარჩეთ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანებისგან მხარდაჭერა მიიღოთ. ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხებისა და ფულთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. შეგიძლიათ მენეჯმენტს ხელფასის მომატებაზე ან დაწინაურებაზე ესაუბროთ. საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობა შეიძლება მალე დიდ მეგობრობაში გადაიზარდოს. ამ დღეს მოცემულ დაპირებებს არ უნდა დაუჯეროთ. უამრავი შეხვედრა, საუბარი და დისკუსია მთელ დღეს წაგართმევთ. გეჩვენებათ, რომ გარშემომყოფები წუთითაც არ გტოვებენ. თუ ხვდებით, რომ ასეთი რაოდენობით ურთიერთობა თქვენს საქმეს აზარალებს, სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ და უარი თქვით. ეცადეთ, საღამო განმარტოებით გაატაროთ. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მთელ თქვენს ყურადღებას მოითხოვს და სხვა მოვლენების გაკონტროლება გიჭირთ. ეცადეთ ამ დღის სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და მეორეხარისხოვან საკითხებზე დრო არ დაკარგოთ. გირჩევთ, რთული და უსიამოვნო საუბარი თავიდან აიცილოთ და სარისკო შეთავაზებები არ მიიღოთ. მშვილდოსანი ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დილა რთული ამოცანების ამოხსნით დაიწყოთ. ენერგიის მარაგი და მებრძოლი სულისკვეთება საშუალებას მოგცემთ, ის აკეთოთ, რისი გაკეთებაც აქამდე არ შეგეძლოთ. შესაძლოა, საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ან ახალ ტანსაცმელზე დიდი ფული დახარჯოთ. ამ დღეს ფულის ვალად მიცემა არასასურველია. ამ დღეს გუნდური მუშაობა ინდივიდუალურზე უფრო ნაყოფიერი იქნება. ეცადეთ, დამხმარეები მოძებნოთ და თანამოაზრეების წრეში იტრიალოთ. ინტუიცია ზუსტად გეტყვით ვისთან უნდა გააბათ ურთიერთობა და ვის უნდა მოერიდოთ. წარსული გამოცდილება და საკუთარი შეცდომები არ უნდა დაივიწყოთ.არსებობს თქვენგან წასული ადამიანის დაბრუნების შანსი. ეცადეთ საკუთარი ფინანსური ხარჯები აკონტროლოთ და წამიერ ახირებებზე ფული არ დახარჯოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, შესყიდვები სამომავლოდ გადადოთ და ზოგადად, ფინანსურ საკითხებს მოერიდოთ. ამ დღეს შეიძლება საინტერესო ადამიანი გაიცნოთ ან სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყოთ. ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. მზად იყავით იმისთვის, რომ ბევრ კრიტიკას და ცოტა ქებას მიიღებთ. საინტერესო ადამიანის გაცნობა ან მოულოდნელ სიტუაციაში მოხვედრა გელით. ამ დღის მოვლენები დაგეხმარებათ სასიყვარულო ურთიერთობას ან საქმიან პარტნიორობას ახალი თვალით შეხედოთ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია