ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ხანძარი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე _ ცეცხლის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთვება


ხანძარი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე  _ ცეცხლის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთვება

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარია. დაკვამლიანება იმ ადგილის მიმდებარედ შეინიშნება, სადაც სამი დღის წინ რამდენი ჰექტარი დაიწვა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე- მაშველები და ხანძარი საწინააღმდეგო სამუშაოებს ასრულებენ. უწყებისვე ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთვება. აღსანიშნავია,რომ რთული რელიეფის გამო ადგილზე სპეციალური ტექნიკით მისვლა ვერ ხერხდება და სახანძრო-სამაშველო და რეინჯერთა ჯგუფები ფეხით გადაადგილდებიან. რამ გამოიწვია აალება ან რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, უცნობია. შეგახსენებთ, რომ ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი სამი დღის წინაც გაჩნდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია