ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ხარკოვში, ოკუპანტების მიერ უნივერსიტეტის დაბომბვას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


ხარკოვში, ოკუპანტების მიერ უნივერსიტეტის დაბომბვას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხარკოვში, რუსი ოკუპანტების მიერ უნივერსიტეტის შენობის დაბომბვას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გარდაცვლილია 40 წლის დაცვის თანამშრომელი. "გამოძიებამ დაადგინა, რომ 6 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, აგრესიული ძალების სამხედროებმა ხარკოვში, კიევსკის რაიონი დაბომბეს. დაბომბვის შედეგად, ადგილობრივ უმაღლეს განათლების დაწესებულებას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. მოკლულია 40 წლის დაცვის თანამშრომელი", - წერია განცხადებაში. წინასწარი გამოძიება ომის კანონების დარღვევისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით დაიწყო.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია