- სექტემბერი 03, 2024
ხარკოვში საცხოვრებელ კორპუსს რაკეტები მოხვდა
- ივლისი 11, 2022
- , პოლიტიკა
11 ივლისს გამთენიისას რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად ხარკოვის ცენტრალურ ნაწილში ექვსსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ნაწილობრივ განადგურდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება Ukrinform. შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ცნობილია, რომ ნანგრევებიდან მოხუცი ქალი გამოიყვანეს. აღნიშნულია, რომ რაიონში საჰაერო იერიშის სირენა 00:23 საათზე გაისმა. პირველი აფეთქება 3:32 წუთზე მოხდა, სულ სამი აფეთქება დაფიქსირდა. საჰაერო განგაში 4:46 საათზე დასრულდა.