- სექტემბერი 03, 2024
ხარკოვში საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი Су-25 ჩამოაგდეს
- მარტი 06, 2022
- , პოლიტიკა
ხარკოვში საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი Су-25 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა telegram -ზე დაწერა. მისი თქმით, პილოტმა კატაპულტირება შეძლო, რომელსაც უშიშროების სამსახური ეძებს. "დილით, ხარკოვის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს რუსეთის ფედერაციის საჰაერო ძალების კიდევ ერთი მოიერიშე Су-25. თვითმფრინავის პილოტმა კატაპულტირება შეძლო. ტერიტორიული თავდაცვის ძალები, ეროვნული გვარდია და უკრაინის უშიშროების სამსახური დამნაშავეს აქტიურად ეძებენ" - წერს სინეგუბოვა. სინეგუბოვმა აღნიშნა, რომ ხარკოვის თავზე ერთდროულად 5-7 რუსული მოიერიშე მუდმივად იმყოფება და პერიოდულად ბომბავს ქალაქს. [sexy_author_bio]